ჩვენ შესახებ

 

პოსტერეიშენი შეიქმნა მათთვის, ვისაც სურს საოცნებო სივრცე რეალობად აქციოს. ჩვენ დაგეხმარებით, რომ სასურველი ტილო, ნახატი თუ ილუსტრაცია შექმნა და შენს გარემოს ახალი სიცოცხლე შესძინო. 

თუ შენ გსურს იყო განსხვავებული, თუ გიყვარს სიახლეები და გბეზრდება ერთფეროვან გარემოში ყოფნა, ან უბრალოდ გინდა, რომ საყვარელ ადამიანს გაუკეთო ორიგინალური საჩუქარი - ეს ადგილი შენთვისაა.

ჩვენ გთავაზობთ ცნობილი მხატვრების რეპროდუქციების პრინტებს ტილოზე, ასევე პოსტერებს, სტიკერებსა და ბლოკნოტებს. 

სივრცე, რომელშიც დიდ დროს ვატარებთ აისახება ჩვენს ხასიათზე, საყვარელი ილუსტრაციებით გაფორმებული გარემო კი გვიქმნის დადებით ემოციას, რომელიც სულ თან დაგვყვება.

როგორ შევიძინო? 

ჩვენთან შეგიძლიათ შეიძინოთ პროდუქტი ონლაინ, აარჩიოთ კატალოგიდან ან შეგვიკვეთოთ სასურველი დიზაინი.

ასევე, შეგიძლიათ აარჩიოთ ჩვენი პროდუქტები მაღაზიაში (მელიქიშვილის 13)